ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია ესპანეთში


spain protest
spain protest

პროფკავშირის ათასობით წევრი მადრიდის ქუჩებში საბიუჯეტო შეკვეცების წინააღმდეგ გამოვიდა

ოთხშაბათს, ესპანეთის პროფკავშირის ათასობით წევრი მადრიდის ქუჩებში საბიუჯეტო შეკვეცების წინააღმდეგ საპროტესტო აქციით გამოვიდა.

დემონსტრანტებს სურთ მთავრობა დაარწმუნონ, რომ კონსერვატორული ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ საბიუჯეტო შეკვეცებს, ეკონომიკის განვითარების მხრივ, პოზიტიური შედეგები არ მოაქვს.

ესპანეთის პროფკავშირებს აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ესპანეთმა შესაძლოა საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიის მსგავსად, ევროკავშირისგან ვალის სახით დახმარება მიიღოს, თუმცა გადამხდელუნარიანი მაინც ვერ გახდეს.

ხუთშაბათს ესპანეთმა გამოაცხადა, რომ ბონდების გაყიდვის შედეგად, ორი მილიარდ 800 მილიონი დოლარი მიიღო.

ეს განცხადება იმ დღეს გავრცელდა, როდესაც ესპანეთში საერთაშორისო აუდიტები რეცესიისა და უძრავი ქონების გარიგებების, ბანკებზე ზეგავლენის შესწავლას იწყებენ.
XS
SM
MD
LG