ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2018 წელს მთვარის გარშემო მოგზაურობას ორი კოსმო-ტურისტი შეძლებს. ამის შესახებ გუშინ კომპანია „სფეის იქსის“ დამფუძნებელმა - ელონ მასკმა განაცხადა. მას არც ტურისტების ვინაობა დაუსახელებია და არც ის, თუ რამდენი უნდა გადაიხადონ მათ ამ მოგზაურობის სანაცვლოდ.

„ისინი არ არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები“ - მხოლოდ ეს თქვა მასკმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, ეს ყველაფერი დაახლოებით წელიწადნახევარში მოხდება, თუმცა ტურისტებს მთვარეზე დაშვების შესაძლებლობა არ მიეცემათ. „სპეის იქსის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თუკი ნასა თავისი ასტრონავტების გაგზავნას მოისურვებს, მათ ტურისტებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭებათ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG