ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი ამერიკელი და ორი რუსი ასტრონავტი ექსპედიციიდან დაბრუნდა


ერთი ამერიკელი და ორი რუსი ასტრონავტი საერთაშორისო ხომალდზე ექვსთვიანი ექსპედიციის შემდეგ ყაზახეთში უსაფრთხოდ დაეშვა.

რუსული ხომალდი „სოიუზი“ სამ ასტრონავტთან ერთად ყაზახეთში დღეს დილით დაეშვა. მისიაში ჯეფ უილიამსი, ალექსი ოვჩინინი და ოლეგ სკრიპოჩკა იმყოფებოდნენ.

უილიამსი ამერიკის ისტორიაში პირველი ასტრონავტია, რომელმაც კოსმოსში გადაბმულად 534 დღე გაატარა. ამ დარგში მსოფლიო რეკორდი რუს გენადი პადალკას ეკუთვნის, რომელმაც ხომალდზე 879 დღე დაჰყო.

XS
SM
MD
LG