ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი თანამდებობიდან ოფიციალურად გადააყენეს


სამხრეთ კორეა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
სამხრეთ კორეა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაამტკიცა და თანამდებობიდან ფორმალურად გადააყენა.

პარკ ჯინ ჰინის თანამდებობიდან გადაყენების ერთსულოვანი გადაწყვეტილება, სასამართლომ პარასკევს მიიღო.

მთავარი მოსამართლის მოვალეობის შემსრულებელმა, ლი იუნგ-მიმ განჩინება ეროვნული ტელევიზიით გამოაცხადა და თქვა, რომ „პარკის მიერ კონსტიტუციის და კანონის დარღვევის ფაქტები, საზოგადოებრივი ნდობის ღალატია.“

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და პრემიერ მინისტრმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს.

პარკი სამხრეთ კორეის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს.

XS
SM
MD
LG