ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე პეკინი და მანილა პირისპირ მოილაპარაკებენ


შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიულ დავასთან დაკავშირებით ჩინეთსა და ფილიპინებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას მიესალმება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს მანილაში ფილიპინების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს შეხვდა. ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ ტერიტორიული დავის შესახებ ჩინეთის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება. ჩინეთი სასამართლოს დასკვნას ეწინააღმდეგება.

ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან მანილასა და პეკინს შორის ორმხრივ მოლაპარაკებაზე დათანხმება შეერთებული შტატების პოზიციის შეცვლას ნიშნავს. სახელმწიფო დეპარტამენტი ამ შეხედულებას უარყოფს და აცხადებს, რომ ორმხრივი მოლაპარაკება ყოველთვის განიხილებოდა ერთ-ერთ ვარიანტად.

XS
SM
MD
LG