ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალი ორშაბათს ფლორიდასთან იქნება

კარიბის ზღვაში კუნძულ ჰაიტის ტროპიკული შტორმი ისაკი დაატყდა თავს. სტიქია დედაქალაქ პორტოპრენსში მძვინვარებს სადაც 400 ატასი ადამიანი მიწისძვრის შემდეგ ჯერ კიდევ კარვებში ცხოვრობს. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს ქარიშხალი ისაკი ფლორიდის შტატზე.

მათი გათვლებით ქარიშხალი ფლორიდას ორშაბათს მიაუხლოვდება. რესპუბლიკური პარტიის ყრილობის ორგანიზატორები ქარიშხლის მოძრაობას აკვირდებიან, რადგან მომავალ კვირას ფლორიდის ქალაქის ტამპაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გაიმართება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატს ოფიციალურად დაასახელებენ.

XS
SM
MD
LG