ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სოიუზი" ორბიტაზე გავიდა


"სოიუზმა" სტარტი ბაიკანორის კოსმოდრომიდან აიღო, რომელიც ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარეობს

ოთხშაბათს კოსმოსში გაფრინდა რუსული კოსმოსური ხომალდი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე 6 საათის განმავლობაში იფრენს. ხომალდის ეკიპაჟში ამერიკელი, რუსი და იტალიელი ასტრონავტები შედიან.

"სოიუზმა" სტარტი ბაიკანორის კოსმოდრომიდან აიღო, რომელიც რუსეთს ყაზახეთის ტერიტორიაზე აქვს ბაზირებული.

კოსმოსური ცენტრის განცხადებით,ხომალდი ორბიტაზე უსაფრთხოდ გავიდა.

ნასას ასტრონავტი კარენ ნაიბერგი, რუსი კოსმონავტი ფიოდორ იურჩიკინი და იტალიელი ლუკა პარმიტანო კოსმოსში ექვს თვეს დარჩებიან და სადგურზე მყოფ მეცნიერებთან ერთად ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.
XS
SM
MD
LG