ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების საფასური უწყვეტად იზრდება


ოლიმპიადისთვის მომზადება რუსეთს 51 მილიარდი დოლარი დაუჯდება, რაც ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ოლიმპიადა იქნება.

ჩატარებული აუდიტის საფუძველზე, რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია, რომელიც სოჭის ოლიმპიადისთვის ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას აშენებს, მუდმივად ზრდის დანახარჯების ოდენობას. მშენებლობის დაწყებიდან დღემდე პროექტის ბიუჯეტი 15.5 მილიარდი რუბლით ანუ $504 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ეროვნული აუდიტის პალატის განცხადებით, ყურადღება უნდა დაეთმოს დანახარჯების მასშტაბურ მატებას. უკანასკნელი გათვლებით, სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის მომზადება ქვეყანას 51 მილიარდი დოლარი დაუჯდება, რაც ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ოლიმპიადა იქნება.

აუდიტის პალატა სახელმწიფო კომპანიას დანახარჯების ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს, ხოლო საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრისას, კომპანია ამბობს, რომ პალატას ბრალდების გასამყარებლად სამხილი არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG