ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს ხვდება. შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართება. აბე პირველი ლიდერია, რომელსაც ტრამპი არჩევის შემდეგ ხვდება.

ისინი ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. აბეს თქმით, მას ამ შეხვედრის სამომავლო ხედვებზე განსახილველად გამოყენება სურს.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპს სატელეფონო საუბარი რამდენიმე ლიდერთან უკვე ჰქონდა, მათ შორის იყვნენ ეგვიპტის პრეზიდენტი ფატა ელ-სისი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG