ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაგნერის ჯგუფი" რუსეთში საწვრთნელ ცენტრებს ხსნის


ევგენი პრიგოჟინი (მარჯვნივ), მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრ, ვლადიმირ პუტინთან ერთად. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. 20 სექტემბერი, 2010 წ.
ევგენი პრიგოჟინი (მარჯვნივ), მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრ, ვლადიმირ პუტინთან ერთად. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. 20 სექტემბერი, 2010 წ.

ევგენი პრიგოჟინი, ჩრდილოვანი დაჯგუფების, "ვაგნერის ჯგუფის" დამფუძნებელი, ამბობს, რომ რუსეთში საწვრთნელი ცენტრები გაიხსნება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია, რომ „მილიციის სასწავლო ცენტრები“ ბელგოროდსა და კურსკში გაიხსნას.

პრიგოჟინის ცნობით, ადგილობრივები საუკეთესოდ უნდა იყვნენ მომზადებული „საბოტაჟის წინააღმდეგ საბრძოლველად“, რათა რუსული მიწა დივერსიებისგან დაიცვან. ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, ახალი სასწავლო ცენტრი გაიხსნება სანქტ-პეტერბურგშიც

“ვაგნერის ჯგუფი” არაოფიციალური გასაიდუმლოებული რუსული შეიარაღებული ჯგუფია, რომელსაც ოფიციალური საჯარო წარმომადგენლობა არ გააჩნია. დაჯგუფებას ხშირად “ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიასაც” უწოდებენ.

2017 წლის ივნისში, შეერთებულმა შტატებმა “ვაგნერის ჯგუფი” იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკის მთავრობის სანქციები მოქმედებს. "ვაგნერის ჯგუფი" პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში" - ნათქვამია ევროკავშირის 2021 წლის განცხადებაში. სანქციები დაჯგუფებას ევროკავშირმაც დაუწესა ისეთი ქმედებების გამო, როგორიცაა ადამიანების წამება და სასამართლოს გარეშე მათი სიკვდილით დასჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG