ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ ამერიკის სამხრეთით მდებარე შტატ ტეხასში სარეკლამო ვებგვერდის “ბექფეიჯი” აღმასრულებელი დირექტორი დააკავა. კარლ ფერერი პროსტიტუციის და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით ქალაქ ჰიუსტონში მაშინ აიყვანეს, როცა ის ამსტერდამიდან შინ ჩაფრინდა. პოლიციამ კომპანიის კუთვნილი ოფისებიც გაჩხრიკა.

დაკავების ორდერი კალიფორნიის შტატში გაიცა. კალიფორნიის მთავარი პროკურორი კამალა ჰარისი ფერერს და მის პარტნიორებს ბრალს “მსოფლიოს უდიდესი ინტერნეტ-ბორდელის” გახსნაში დებს. მისი თქმით, ვებგვერდს კრიმინალები პროსტიტუციის რეკლამირებისთვის იყენებდნენ. “მილიონობით დოლარის აღება ტრეფიკინგით და სუსტი მსხვერპლის ექსპლოატაციით, გახლავთ აღმაშფოთებელი, გაუგონარი და არალეგალური ფაქტი” - აცხადებს პროკურორი.

XS
SM
MD
LG