ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის უმცირესობას ახალი ლიდერი ჰყავს


შეერთებული შტატების სენატის მმართველ პოზიციებზე სენატორებს ირჩევენ.

ვეტერანი დემოკრატი სენატორი ნიუ-იორკიდან ჩაკ შუმერი უმცირესობის ლიდერად ერთხმად აირჩიეს. ის ჰერი რაიდს ჩაანაცვლებს, სენატორს ნევადიდან. შუმერი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტია მზად არის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისთვის.

8 ნოემბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვების შედეგად თეთრს სახლს, სენატს და წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. სენატში 52 რესპუბლიკელი და 48 დემოკრატი სენატორია.

პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 20 იანვრამდე, ასევე გაირკვევა კონგრესის ლიდერების ვინაობა.

XS
SM
MD
LG