ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლმა ნადია სავჩენკო გაათავისუფლა


რუსეთმა უკრაინელი პილოტი ნადია სავჩენკო ციხიდან გაათავისუფლა. სავჩენკო უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ მოიაზრება.

მისი გათავისუფლების სანაცვლოს უკრაინის მთავრობამ ორი რუსი - ევგენი იეროფიევი და ალექსანდერ ალექსანდროვი - გაათავისუფლა. კიევის ინფორმაციით, ისინი ელიტარული სამხედრო დაზვერვის ჯგუფის წევრები იყვენენ. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უკრაინაში ყოფნის დროს სამხედრო მოვალეობას არ ასრულებდნენ.

სავჩენკო პრო-რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს დაიჭირეს. რუსეთის სასამართლომ ის ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დაადანაშაულა, რომლებიც საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. სავჩენკოს 22 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

XS
SM
MD
LG