ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეული ავიაკომპანიის განცხადება


„აზიანას“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავის პილოტი ჯერ კიდევ თრეინინგს გადიოდა

ავიაკომპანია „აზიანა“ იუწყება, რომ შაბათს, სან-ფრანცისკოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს, თვითმფრინავის პილოტი ჯერ კიდევ თრეინინგს გადიოდა. მსგავსი ტიპის თვითმფრინავს ის პირველად მართავდა და „ბოინგ-777“ სან ფრანცისკოს აეროპორტში პირველად დასვა. სამხრეთ კორეული ავიაკომპანია ასევე აღნიშნავს, რომ უფრო გამოცდილი პილოტი მას გვერდით ეჯდა და ინსტრუქტორობას უწევდა.

ამერიკელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ ავარიის მიზეზებზე მსჯელობა ჯერჯერობით ნაადრევია. მათი აზრით, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თვითმფრინავის სიჩქარე იმ მომენტში აუცილებელ სტანდარტს ბევრად ჩამოუვარდებოდა. ამიტომ, პილოტი ბოლო წამს შეეცადა თვითმფრინავი აღარ დაესვა. როგორც ცნობილია, ავიაკატასტროფაში ორი 16 წლის ჩინური წარმოშობის სტუდენტი გოგონა დაიღუპა.
XS
SM
MD
LG