ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი გადადგა: საქართველოს არჩევნების ექო ოდესაში


სააკაშვილმა ოდესაში 17 თვე გაძლო

სააკაშვილმა ოდესაში 17 თვე გაძლო

უკრაინაში, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე, 17 თვიანი წარუმატებელი მოღვაწეობის შემდეგ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც, უკრაინის მოქალაქეობა და თანამდებობა 2015 წლის 30 მაისს, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით მიიღო და მანამდე მისი მრჩევლის სტატუსი ჰქონდა, „კორუფციაში, კლანურ მმართველობასა და კლეპტოკრატიული ოლიგოპოლიის“ ჩამოყალიბებაში სწორედ, წარმოშობით ოდესელი, უკრაინის პრეზიდენტი დაადანაშაულა.

სააკაშვილის გადადგომამდე, ცოტა ხნით ადრე, თანამდებობა ასევე დატოვა, მისმა მარჯვენა ხელმა, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ. მან ეს პოსტი და უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის ივნისში მიიღო.

როგორც სააკაშვილს, ისე ლორთქიფანიძეს, თბილისში, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევისთვის, ქართული სასამართლოს მიერ, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და მათზე ძებნაა გამოცხადებული.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში მისი წარუმატებლობა კიევში, ცენტრალური ხელისუფლების ღალატით ახსნა:

ოდესის ოლქში პრეზიდენტი პოროშენკო პირადად ლობირებს ორ კლანს. ეს ხდება აბსოლუტურად ღიად. ოდესის ოლქს უთმობენ არა მხოლოდ კორუფციონერებს, არამედ უკრაინის მტრებს. არ ვაპირებ გავჩუმდე, მე ეს ყველაფერი ნამდვილად მომბეზრდა“

„ოდესის ოლქში პრეზიდენტი პოროშენკო პირადად ლობირებს ორ კლანს. ეს არის, ბანდიტური, კრიმინალური, გენადი ტრუხანოვის (ოდესის მერი) კლანი, 1990-ნებიდან და ეს არის ანატოლი ურბანსკის (ოდესის ოლქის საბჭოს თავმჯომარე) კორუფციონერთა კლანი იზმაილსკიდან.

მთელი რეალური ძალაუფლება მისცეს ამ ორს და კიდე ანტონ კისეს (რადას დეპუტატი) სეპარატისტებს „ნაშა კრაიდან“. ეს ხდება აბსოლუტურად ღიად. ოდესის ოლქს უთმობენ არა მხოლოდ კორუფციონერებს, არამედ უკრაინის მტრებს. არ ვაპირებ გავჩუმდე, მე ეს ყველაფერი ნამდვილად მომბეზრდა“

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადასული სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, 2014 წლის გაზაფხულზე, „კორუფციის დასამარცხებლად, ეკონომიკის ტრასფორმაციისა და სახელმწიფო და ძალოვანი ორგანოების რეფორმირების“ მიზნით მიიწვია. ერთ-ერთი პირველი, კახა ბენდუქიძე იყო, რომელიც 2014 წლის მაისში, უკრაინის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრი გახდა, თუმცა, ნოემბერში გარდაიცვალა.

სააკაშვილის რეკომენდაციით, 2014-15 წლებში, პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა და მაღალა თანამდებობები, საქართველოს 30-მდე მოქალაქეს მისცა. მათ შორის: ალექსანდრე კვიტაშვილს, დავით საყვარელიძეს, ეკა ზღულაძეს, ხატია დეკანოიძეს, გია გეწაძეს, ლევან ვარშალომიძეს, ზურაბ ადეიშვილს, გოგა გრიგალაშვილს და სხვებს.

ეკა ზღულაძემ თანამდებობა 2016 წლის მაისში დატოვა

ეკა ზღულაძემ თანამდებობა 2016 წლის მაისში დატოვა

სააკაშვილის გუნდის წევრების უმრავლესობამ, უკრაინაში თანამდებობზე ერთ წელზე მეტხანს ვერ გაძლო. რამდენიმე მათგანი (დეკანოიძე, უგლავა, გეწაძე) პოსტებზე ჯერ კიდევ რჩება, თუმცა სერიოზოული პრობლემები აქვთ. მაგალითად, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელ ხატია დეკანოიძეს და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე გიზო უგლავას უკრაინული ენის არცოდნის გამო სასამართლოში უჩივლეს, რათა მათ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

პრესის ქვეშ იმყოფებიან თანამდებობიდან უკვე განთავისუფლებული გუნდის წევრებიც: სააკაშვილის მრჩევლის თემურ ნიშნიანიძის წინააღმდეგ გამოძიება მიდის, ხოლო 2016 წლის 2 ნოემბერს, ხარკოვში, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს სახეში - ბრილიანტის მწვანე შეასხეს.

ხატია დეკანოიძეს უკრაინული ენის არცოდნის გამო უჩივიან

ხატია დეკანოიძეს უკრაინული ენის არცოდნის გამო უჩივიან

უკრაინელი ანალიტიკოსების აზრით, ქართული რეფორმების მორგება უკრაინულ თარგზე არ გამოვიდა. საერთო საბჭოთა წარსულის მიუხედავად, ქვეყნებს შორის მენტალურმა განსხვავებამ და მასშტაბებმა თავისი ქნა. უკრაინის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი მტრულად განეწყო, სააკაშვილის ობსტრუქციების მიმართ. რაც მათვარია, პრეზიდენტმა პოროშენკომ არ თუ ვერ აღმოუჩინა მას შესაბამისი მხარდაჭერა.

კიევში მოქმედი „გლობარული სტრატეგიების ინტიტუტის" დირექტორი, უკრაინელი პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა ეს ნაბიჯი, უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური პარტიის ფორმირებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იმედით გადადგა, და მისი მოქმედება შეთანხმებულია პრეზიდენტ პოროშენკოსთან.

როგორც სააკაშვილის გადადგომა, ისე, მისი შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობა უკრაინაში, ბევრ რამეში შეთანხმებული და კოორდინირებული იქნება პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდთან“

„მე ვფიქრობ, რომ როგორც სააკაშვილის გადადგომა, ისე, მისი შემდგომი პოლიტიკური მუშაობა თუ მოღვაწეობა უკრაინაში, ბევრ რამეში შეთანხმებული და კოორდინირებული იქნება პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდთან.“

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დეკემბერში 49 წლის გახდება, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა ერთი თვის შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და საბოლოოდ გაიხლიჩა, მისი პოლიტიკის მომხრეებად და მოწინააღმდეებად.

2001 წლის სექტემბერში, სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია, სააკაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, 27 კაციანი დეპუტაციით მაინც შევიდა პარლამენტში. ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას არ შესულიყვნენ პარლამენტში, მხოლოდ ერთი ადამიანი დაეთანხმა, გუშინ, მისმა მეუღლემ, პარტიულ სიაში მეორე ნომერმა - სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე ოფიციალურად უარი თქვა.

ქართველები უკრაინის საჯარო სამსახურში (2014-2016)

თანამდებობას ინარჩუნებენ

ხ. დეკანოიძე - ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი, 2015/01 -

გ. გეწაძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2015/01 -

გ. უგლავა – ანტიკორუფციულის თავმჯდომარის მოადგილე, 2015/04 -

ხ. შელია - აღმასრულებელ სამსახურის უფროსი, 2015/01-

გ. გრიგალაშვილი –პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, 2015/11 -

თანამდებობა დატოვეს

კ.ბენდუქიძე - ეკონომიკური საბჭოს წევრი, 2014/05 - 11

ა.კვიტაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი, 2014/12- 2016/04

ე. ზღულაძე - შსს მინისტრის მოადგილე, 2014/12- 2016/05

ლ. ვარშალომიძე - პრემიერის მრჩეველი, 2014/12 - 2015/06

დ. საყვარელიძე - გენპროკურორის მოადგილე, 2015/02- 2016/03

2016 წლის 2 ნოემბერს ხარკოვში დავით საყვარელიძეს ბრილიანტის სიმწვანე შეასხეს

2016 წლის 2 ნოემბერს ხარკოვში დავით საყვარელიძეს ბრილიანტის სიმწვანე შეასხეს

მ.სააკაშვილი - ოდესის ოლქის გუბერანტორი, 2015.05 - 2016/11

გ. ლორთქიფანიძე - ოლქის პოლიციის უფროსი 2015/06 - 2016/11

ჯ. ებანოიძე - იუსტიციაში დეპარტამენტის უფროსი, 2015/01- 05

ზ. ადეიშვილი - ანტიკორუფციულის კონსტულტანტი 2014/12- 2016/05

გ. წიკლაური - იუსტიციის სამინისტროს მრჩეველი 2015/01- 06

ლ.დუჩიძე - ადმინისტრაციული სერვისების ცენტრი, 2015/01- 2016/10

გ. ვაშაძე - ოდესის გუბერნატორის თანაშემწე, 2015/05 - 2016/03

თ. ნიშნიანიძე - ოდესის გუბერნატორის მრჩეველი, 2015/05 - 2016/11

გ. ცხაკაია - ოდესის გუბერნატორის მრჩეველი, 2015/05 - 2016/11

ს.ქავთარაძე - ოდესის ტენდერების კოორდინატორი, 2015/05 - 2016/11

დ.ჩანტლაძე - გუბერნატორის ადმინისტრაცია, 2015/05 - 2016/11

მ.კოკაია - გუბერნატორის ადმინისტრაცია, 2015/05 - 2016/11

ა.სოკურაშვილი - გუბერნატორის ადმინისტრაცია, 2015/05 - 2016/11

XS
SM
MD
LG