ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას აპირებს, რომელიც, მისი თქმით უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის ჩამოგდებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ისახავს მიზნად.

ოდესის გუბერნატორად ის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის მაისში დანიშნა.

გუბერნატორის პოსტი სააკაშვილმა ორშაბათს დატოვა და მიზეზად ქვეყნის პრეზიდენტის და მისი ვიწრო წრის მიერ კორუფციასთან ბრძოლისას ხელშეშლა დაასახელა.

„ჩვენ შევქმნით მაშტაბურ პოლიტიკურ ძალას, ახალ პლატფორმას ახალი ძალებისთვის, რომლის მიზანი იქნება ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტის ჩამოშორება“ - განაცხადა კიევში სააკაშვილმა და ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მოძრაობის მიზანი იქნება უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.ამჟამად უკრაინაში მომავალი არჩევნები 2019 წელს არის დანიშნული.

“არავისთან მოლაპარაკებას არ ვგეგმავ, მხოლოდ უკაინელ ხალხთან ვილაპარაკებ,” განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG