ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი შესაძლოა გადადგეს


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ-ჰე ამბობს, რომ მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუკი ეროვნული ასამბლეა მისგან ამ ნაბიჯის გადადგმის მოთხოვნას დაამტკიცებს. პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა სკანდალისთვის, რომელიც მის ახლო მეგობართან დაკავშირებით დაიწყო. ოპოზიცია პრეზიდენტის მეგობარს ბრალს კორუფციაში სდებს. ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაკ კინ-ჰეს მეგობარს, რომელსაც ადმინისტრაციაში ოფიციალური პოსტი არ უკავია, საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი და პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტებსაც კი საკუთარი სურვილით ცვლიდა.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტი პაკ კინ-ჰე მოერიდა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “იმპიჩმენტი”, ან “გადადგომა”. პოსტის დატოვების ირგვლივ შექმნილ გაურკვევლობებთან და ვადებთან დაკავშირებით კი თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში “ლეგალური პროცედურებით” დაწესებულ ვადებს დაემორჩილება, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

XS
SM
MD
LG