ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საჰაერო ოპერაციებს ირანული ბაზიდან ახორციელებს


დღეს მეორე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები სირიაში საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად ირანის საჰაერო ბაზებს იყენებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციების წარმოება ირანის ჰემედანის ბაზიდან ხდება. გუშინ რუსმა სამხედროებმა იერიში “ისლამურ სახელმწიფოსა” და “ჯაბჰატ ფეტე ალ-შამზე” - წარსულში “ალ-ნუსრას ფრონტის” სახელით ცნობილ დაჯგუფებაზე - მიიტანეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ირანისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა ან მიყიდვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა იქნება.

ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმაც მსგავსი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ირანი რუსეთს მუდმივ ბაზას არ აძლევს.

XS
SM
MD
LG