ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი "იაჰუ"-ზე კიბერ თავდასხმას უარყოფს


რუსეთი აცხადებს, რომ კიბერ-შეტევებში მონაწილეობა არ მიუღია. ეს განცხადება კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს გააკეთა. მან გამორიცხა რუსული სამთავრობო უწყებების, მათ შორის უშიშროების სამსახურის ეფ-ეს-ბეს ჩართულობა კიბერ-შეტევაში.

პესკოვის განცხადება შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მოყვა, რომლის მიხედვითაც ამერიკა 2014 წელს კომპანია “იაჰუ”-ზე მიტანილ ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილებს ბრალს დებს. მაშინ ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს მილიონობით ადამიანის პერსონალური მონაცემები.

იუსტიციის მდივნის მოადგილე მარი მაკკორდის ინფორმაციით, ამ საქმისთვის ბრალი ოთხ ადამიანს ედება, აქედან ორი ჰაკერია, ორი კი ეფ-ეს-ბეს თანამშრომელი.

"იაჰუ"-ზე მიტანილმა კიბერ-თავდახსმამ მაშინ 500 მილიონ ადამიანზე იმოქმედა, ჰაკერების ხელში აღმოჩნდა ისეთი პირადი ინფორმაცია როგორიცაა ელექტრონული ფოსტის მისამართები, დაბადების თარიღი, უსაფრთხოების კითხვებზე პასუხები და სხვა.

XS
SM
MD
LG