ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქციაში რამდენიმე ათეული ათასი მოსკოველი მონაწილეობდა

დღეს მოსკოვში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ხელისუფლების მცდლეობის მიუხედავადა, დაკითხვაზე დაებარებინა ოპოზიციის ლიდერები, მოსკოვის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა მესამე ვადით დაიწყო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, ეს მოსკოვში პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის შეფასებით აქციაში რამდენიმე ათეული ათასი მოსკოველი მონაწილეობდა. აქცისი ლიდერის სერგეი უდალცოვის განცხადებით, დემონსტრანტების რაოდენობა 100 ათასს აღწევდა. პოლიციის შეფასებით კი საპროტესტო მარშში მონაწილეობა 18 ათასმა ადამიანმა მიიღო. „ამერიკის ხმის“ მოსკოველი კორესპონდენტის ცნობით, აქციაში სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციური ჯგუფები მონაწილეობდნენ, როგორც კომუნისტები და ნაციონალისტები, ასევე ლიბერალები. ქუჩებში რამდენიმე ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული.
XS
SM
MD
LG