ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა "რამადანის" წინ


ხუთშაბათს ყაზანში თათარსტანის მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირის ილდუს ფაიზოვის ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც ფაიზოვი დაიჭრა. მუსლიმური რეგიონის სულიერი სწავლების განყოფილების ხელმღვანელი ვალიულა იაკუპოვი კი საკუთარი სახლის წინ ქილერმა მოკლა.

მომხდარი ფაქტები რუსეთის მთავარმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ- მუსლიმთა სასულიერო საბჭომ ტერორისტულ აქტებად შეაფასა. თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამ შეფასებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ორივე შემთხვევა ერთმანეთის პარალელურად ყაზანის სხვადასხვა უბანში 11 საათზე მოხდა. ილდუს ფაიზოვის მანქანა გადაადგილების დროს აფეთქდა. ვალიულა იაკუპოვს კი სადარბაზოს წინ ავტომობილში უცნობმა პირმა სახეში დამიზნებით ესროლა. სამართალდამცავები ადგილზე მუშაობენ და მკვლელობის დეტალებს არკვევენ.

XS
SM
MD
LG