ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კორუფცია მძვინვარებს


რუსეთის ანტი-კორუფციული კამპანია უცნაურ სახეს იღებს

ანტონ პომინოვი საერთაშორისო გამჭვირვალობა-რუსეთის კვლევების დირექტორია. მისი განცხადებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონი კორუფციის ყველა შესაძლო ფორმით არის დასნებოვნებული.

„ეს არის წვრილმანი კორუფცია-სხვანაირად ადმინისტრაციული კორუფცია. ჩემი განსაზღვრებით, ეს არის საშუალო დონის კორუფცია. უფრო მაღალი რანგისაა პოლიტიკური ან დიდი კორუფცია.“

ბოლო ერთი წელია რუსეთის მოსახლეობა სწორედ პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას მასობრივ დემონსტრაციებში, რომლებსაც ანალოგი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ ჰქონია.

დემონსტრაციები გასული წლის დეკემბერშო დაიწყო, მას შემდეგ რაც „ედინაია რასიამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დემონსტრანტები არჩევნების გაყალბების შესახე იტყობინებოდნენ. პარტიის წარმომადგენლები კი ბრალდებებს უარყოფდნენ.

სწორედ საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნული პარტიის გამარჯვებამ, ვლადიმერ პუტინს მესამე უპრეცენდენტო ვადით არჩევას დაუდო საფუძველი, რამაც თავის მხრივ მასობრივი დემონსტრაციების უწყვეტი ტალღა განაპირობა. გამომსვლელები ამბობდნენ, რომ პუტინი რუსეთს ჩაკეტილი პოლიტიკური სისტემით მართავს, რომელსაც საფუძველს კორუფცია უმაგრებს.

თავის მხრივ, კრემლმა კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კორუფციის აღმოფხვრა მოდერნიზაციის შემადგენელ ნაწილად გამოაცხადა.

ბოლო თვეებში, მთავრობა კორუფციული გარიგეგების საქმეებში გამოძიების შესახებაც იტყობინებოდა.

ნოემბერში, პროკურორებმა კიდევ ერთი გამოძიება გახსნეს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო დანადგარების საბაზროზე ქვევით ფასის დაწესებაში. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა გამომძიებლები ამბობდნენ, რომ დაკითხვაზე დაიბარებდნენ თუ ამის საჭიროება გახდებოდა.

მოსკოვის კარნეგის ფონდის ექსპერტი მაშა ლიპმანი ამბობს, რომ რუსეთის ანტი კორუფციული კამპანია უცნაურ სახეს იღებს.

„მაშინაც კი როცა მთავრობა ახალ საქმეებს იწყებს კორუფციიული გარიგებების გამოძიების მიზნით, განაჩენი არც ერთ საქმეში არ გამოაქვს მას, მაშინაც კი როცა საქმე და ბრალდება ნათელია.“

ანტონ პომინოვი ამბობს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ბევრი საქმე აღძრას, თუმცა კორუფციას არაფერი ეშველება თუ დამნაშავეების დასჯა არ დაიწყება.
ანალიტიკოსები და ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტები ხშირად ამბობენ იმასაც, რომ იმ დრომდე სანამ რუსეთში ხელისუფლება არ შეიცლვლება, ქვეყანაში კორუფცია იარსებებს.
XS
SM
MD
LG