ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება დამტკიცდა


 Russia's President Vladimir Putin addresses Russian Ambassadors during their meeting in the Foreign Ministry, in Moscow, July 9, 2012.

Russia's President Vladimir Putin addresses Russian Ambassadors during their meeting in the Foreign Ministry, in Moscow, July 9, 2012.

მოხდება ფასების ლიბერალიზაცია და იმპორტზე საბაჟო ტარიფების დაწევა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება დაამტკიცა. საბოლოო რატიფიცირებისთვის დოკუმენტზე მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერა რჩება.

მოცულობითი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის რუსეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი აქამდე არ გახლდათ. მან გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 1993 წელს გამოთქვა. 20 წლის განმავლობაში გაწელილი პროცესი გასული წლის დეკემბერში დასრულდა, როცა 153-წევრიანმა ბლოკმა განცხადება ქვეყნის ორგანიზაციაში მიღების შესახებ ოფიციალურად გააკეთა.

სანაცვლოდ რუსეთი უცხოურ ბანკებს მეტ თავისუფლებას პირდება. ასევე მოხდება ფასების ლიბერალიზაცია და იმპორტზე საბაჟო ტარიფების დაწევა. რუსული კომპანიების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ გლობალური სავაჭრო რეგულაციები მათ თავისუფლებას შეუზღუდავს და მსოფლიო ბაზრებზე ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის.

XS
SM
MD
LG