ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის თაობაზე მიმდინარე გამოძიების პირველი საჯარო განხილვა 20 მარტს დანიშნა. განცხადება სამშაბათს კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა დევინ ნუნესმა გააკეთა.

საჯაროდ ჩვენებების მიმცემ მაღალჩინოსანთა შორის დასახელებული არიან ჯეიმს კომი და მაიკ როჯერსი. პირველი გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ამჟამინდელი დირექტორია, მეორე კი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი. საჯარო ჩვენებას მისცემს ჯონ ბრენანიც, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი და სხვა ყოფილი, თუ მოქმედი ოფიციალური პირები.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG