ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მოსკოვი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს. ბრძანების მიხედვით, რომელსაც პუტინმა ხელი 16 ნოემბერს მოაწერა, რუსეთი ტოვებს სასამართლოს, რომელიც საერთაშორისო დანაშაულების საქმეების, მათ შორის გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების, და ომის დანაშაულების განხილვას ახდენს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კრემლის უკმაყოფილების მიზეზი, ნაწილობრივ სასამართლოს მიერ საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის თაობაზე გამოტანილი განაჩენია.

კრემლმა გადაწყვეტილებასთან ერთად განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლომ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები და ვერ გახდა დამოუკიდებელი.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ხელი მოაწერა რომის შეთანხმებას, რომლითაც სასამართლო დაფუძნდა, კრემლს ხელშეკრულების რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წელს შეიქმნა და 124 ქვეყანას აერთიანებს.

XS
SM
MD
LG