ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაზე საუბრობს


ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი"

ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი"

კრემლის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მისი სამიზნე იდლიბის და ჰომსის პროვინციებია. ოპერაციაში მონაწილეობენ ბომბდამშენები რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ “ადმირალ კუზნეცოვიდან”, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სხვა გემებთან ერთად გასულ კვირაში შევიდა - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ დღევანდელი საჰაერო იერიშების სამიზნე დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციები და “ალ-ნუსრას ფრონტის” მეომრები იყო. სირიელი აქტივისტების ცნობით კი, საჰაერო იერიშები ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილშიც განახლდა, რომელსაც სირიელ ამბოხებულთა ჯგუფები აკონტროლებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG