ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავებმა დღეს ალეპოში მასობრივი საჰაერო რეიდი განახორციელეს. ქალაქის ნაწილის დაბომბვა, სადაც მეამბოხეები არიან გამაგრებული, წუხელ ღამით დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.

სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, ათობით საჰაერო დარტყმა ალეპოს აღმოსავლეთ უბნებზე განხორციელდა. ქალაქის ჩრდილოეთსა და სამხრეთში დილიდან გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ქვეით მებრძოლებს შორისაც.

ალეპოს მედია ცენტრის ინფორმაციით, საჰაერო იერიშების შედეგად არის მსხვერპლი, თუმცა დაღუპულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანა ჯერ ისევ გრძელდება.

დასავლეთი რუსეთს და მის სირიელ მოკავშირეებს ომის დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს საავადმყოფოებისა და გაეროს ჰუმანიტარული მისიის დაბომბვის გამო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG