ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის ულტიმატუმი - რუსეთი ავღანეთიდან ევაკუაციას იწყებს 


მას შემდეგ, რაც თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 31 აგვისტომდე ყველა უცხოელის ევაკუაციის პროცესი უნდა დასრულდეს და ის მომევნო დღეების განმავლობაში აღარ გაგრძელდება, რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყოს.

რუსული სამთავრობო საინფორმაციო საშუალებების ცნობით ევაკუაციის პროცესში რუსული სამხედრო თვითმფრინავები ჩაერთვებიან და ავღანეთიდან ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 500 რუსის ევაკუაცია მოხდება.

ევაკუაციის პროცესისთვის გამოყოფილი თვითმფრინავებით ავღანეთს რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (CSTO) წევრი ქვეყნის წარმომადგენლებიც დატოვოებენ. საუბარია ბელარუსის, ყირგიზეთის ტაჯიკეთის და უზბეკეთის მოქალაქეეებზე. ევაკუაციის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა და მას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აწერს ხელს.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით თვითმფრინავები აღჭურვილი იქნება სამედიცინო ტექნიითა და სამედიცინო პერსონალით.

პარალელუარად, ევაკუაციის პროცესს აგრძელებენ დასავლეთის ქვეყნები. ქაბულის აეროპორტს ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ. CNBC-ის ცნობით ამ დროისთვის ევაკუირებულია 48 000-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG