ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი და სირიელი ოფიციალური პირები ერთობლივად აგრძელებენ იმის უარყოფას, რომ ალეპოსკენ მიმავალი გაეროს ჰუმანიტარული ტვირთის ავტოკოლონა დაბომბეს.

ინციდენტის შედეგად გაერომ ალეპოში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის მცდელობა შეაჩერა.

თვითმხილველების თქმით, 31 მანქანიან ავტოკოლონას 20 ჭურვი ესროლეს. ცეცხლი მოიერიშე თვითმფრინავებიდან ან შვეულმფრენებიდან იქნა გახსნილი. დაბომბვა 2 საათის განმავლობაში მიმდიანრეობდა.

ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ავტოკოლონის თავზე ორი რუსული Su-24 დაფრინავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრალდებას უარყოფს. ზოგიერთი რუსი ოფიციალური პირის თქმით, ავტოკოლონის მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 31-დან 18 სატვირთო ავტომანქანა განადგურდა ან მძიმედ დაზიანდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG