ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი


სანქციები - სიტყვებსა და ომს შორის არსებული, საერთაშორისო პოლიტიკისა და წნეხის ინსტრუმენტია. კითხვები რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის, ბრიტანეთისა თუ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ეფექტურობაზე დასავლეთში თუ აღმოსავლეთ ევროპაში ხშირად ისმის. თუმცა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებისა და სამხედრო აგრესიის გამო მოქმედი სანქციების ეფექტურობის შეფასებისასაც, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ ქმედებების საერთაშორისო დაგმობა და სანქციების პოლიტიკური გზავნილებია.

ის, რაც ყირიმში მოხდა, როცა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის ნაწილის ოკუპაციას ახდენს და თავს მოძმე სახელმწიფოს უწოდებს, ეს საერთაშორისო სამართლის ღია დარღვევაა. და რაც წარსულში, ევროპაში ვნახეთ, ისაა, რომ თუკი რეაგირებას, არ მოახდენ, ყოველთვის უარესი ხდება.
იურის პოიკანსი,
ლატვიის ელჩი უკრაინაში.

საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და აგრესიისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ბოლო წლებში არაერთხელ იყო გამოყენებული. მაგრამ მათი უმეტესობაც კი, ვისაც მიაჩნია, რომ ეს დროებითი, შედეგზე და ცვლილებაზე ორიენტირებული პასუხი უნდა იყოს, მიიჩნევს, რომ აგრესიული ქმედებებისათვის, არჩევნებში ჩარევისა თუ მეზობლების შევიწროვებისთვის დასჯისა და პრევენციის ამ ინსტრუმენტის შემსუბუქება რუსეთის მიმართ ამ ეტაპზე დაუშვებელია.

„ამერიკის მთავრობა გამუდმებით ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინასა და საქართველოში არის მიუღებელი და ეს 2008 წელსაც გულისხმობს. სამხედრო შეჭრა, ოკუპაცია და წნეხის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება ქვეყნებზე და მის მეზობლებზე არის მიუღებელი. ვფიქრობ, ეჭვგარეშეა რომ გზავნილი ამის შესახებ ნათლად უნდა იყოს გაგებული", - ამბობს მეთიუ როჟანსკი, კენანის ინსტიტუტის დირექტორი. როჟანსკი იქვე დასძენს, რომ სანქციების გამკაცრება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ "კითხვაა, როგორ გააკეთო ეს და რამდენის გადახდისთვის ხარ მზად.“

სანქციების პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00

ანალიტიკოსების ამ ნაწილს მიაჩნია, რომ ქაოტურად და არაკოორდინირებულად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკისა და ევროკაშირის სანქციები რუსეთს საშუალებას აძლევს დასავლეთი რუსი ხალხის მტრად გამოაცხადოს და ამასთან, მათთვის გვერდის ავლის გზებსაც პოულობს. თუმცა, ლატვიის ელჩი უკრაინაში ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების უშუალო გავლენის შეფასების და დათვლის ნაცვლად, ამ სანქციეების პოლიტიკურ გზავნილზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ამასთან, იმ გარემოებებისა და ქმედებების შეცვლამდე, რის გამოც რუსეთს სანქციები დაუწესდა, მათი შემსუბუქება ან გაუქმება დაუშვებელია.

"ის, რაც ყირიმში მოხდა, როცა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის ნაწილის ოკუპაციას ახდენს და თავს მოძმე სახელმწიფოს უწოდებს, ეს საერთაშორისო სამართლის ღია დარღვევაა. და რაც წარსულში, ევროპაში ვნახეთ, ისაა, რომ თუკი რეაგირებას, არ მოახდენ, ყოველთვის უარესი ხდება", - ამბობს იურის პოიკანსი, ლატვიის ელჩი უკრაინაში.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვსწავლობთ ერთი ტრაგიკული მოვლენიდან მეორემდე. 2008 წელს რაც მოხდა, ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის შოკი იყო და შეიძლება, საქართველოში არის შეგრძნება, რომ [შემდგომი] სანქციები არ იყო საკმარისი და სრულყოფილი. ყირიმის შემთხვევაში, რეაგირება უფრო ძლიერი იყო. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ სანქციების შენარჩუნება უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე არის დამხმარე საქართველოსთვისაც", - განმარტავს ელჩი და დასძენს, რომ სანქციების უშუალო ეფექტურობის თუ "ფასის" შეფასებაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სანქციები ​ერთგვარი პასუხია ამ აგრესიულ ქმედებებზე და თუკი არ მოვახდენთ რეაგირებას, ეს შეიძლება უარესი იყოს. "ამიტომ, ეს სანქციები უნდა დარჩეს ძალაში, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ეს კი თავის მხრივ პოზიტიური გზავნილი უნდა იყოს ქართველი ხალხისა და მთავრობისთვისაც.“

პოიკანსი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობის საკითხთან ერთად, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარება და მეტი სტაბილურობის შექმნა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG