ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს და დასავლეთს შორის შექმნილი დაძაბულობა ცივი ომის პერიოდს შეადარა. ინტერვიუში გაზეთთან German Bild, რომელიც 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მან განაცხადა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ცივი ომის დროს.

რუსეთის მიერ ისკანდერის ტიპის რაკეტების ნატო-ს საზღვართან, ბალტიის ზღვაზე მდებარე კალინინგრადში განთავსებამ, დასავლეთის ძლიერი შეშფოთება გამოიწვია. რაკეტების მოქმედების რადიუსი, რომელთაც ბირთვული იარაღის გამოყენების უნარი აქვთ, დაახლოებით 500 კილომეტრია. კალინინგრადი პოლონეთს და ლიტვას, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის მდებარეობს. მოსკოვი ამ ნაბიჯს რუტინული სამხედრო წვრთნების ნაწილად აცხადებს.

ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1, 300 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აქვს და რომელიც აქამდე ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ახერხებდა, ახლა რუსეთის მხრიდან აგრესიის ზრდის ფონზე, ნატო-სთან მეტად დაახლოებას ცდილობს. გასულ კვირას ფინეთში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე რობერტ უორქი, რომელმაც ამერიკას და ფინეთს შორის უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

XS
SM
MD
LG