ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში-ოფიციალური მოსაზრებები


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონი კერი აცხადებს, რომ სირიაში რუსეთის მოქმედებები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ კოალიციასთან დაპირისპირების რისკს შეიცავს. კერის რუსი კოლეგა კი აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა კონფლიქტისადმი ვაშინგტონისთვის უფრო მისაღები ხდება.

იტალიურმა გაზეთმა ლა სტამპა კერის ციტატა გამოაქვეყნა ოთხშაბათს, სადაც წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდაჭერის გამო ამერიკის შეშფოთება გადასცა.

“ამ ქმედებებმა შესაძლოა კონფლიქტი გაამწვავოს და მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, გაზარდოს ლტილვილების რაოდენობა და საფრთხე შეუქმნას სირიაში ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ კოალიციას,” ნათქვამია გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ლავროვმა მოსკოვში ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ასადის მთავრობის მხარდაჭერას გულისხმობს, თანაგრძნობითაა განწყობილი.

“ვფიქრობ, ამერიკელებისთვის ის არგუმენტები ახლა უფრო მისაღები გახდა, რომლებსაც ჩვენ რამდენიმე წელია ვიმეორებთ,” ამბობს ლავროვი რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ლავროვმა გასულ პარასკევს ამერიკის თავდაცვის მდივან ეშტონ კარტერსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის გამართული სატელეფონო საუბარი ახსენა. ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანმა ამ საუბარს კონსტრუქციული უწოდა, თუმცა თქვა, რომ საუბრის დროს სირიაში რუსეთის მოქმედებები არ განხილულა.

ამერიკის ხმას იგივე მაღალჩინოსანმა ორშაბათს უთხრა, რომ რუსეთმა სირიის ქალაქ ლატაკიაში მდებარე ბაზაზე მყოფი 28 სამხედრო თვითმფრინავი 4-ით გაზარდა.

სამშაბათს, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სამხედრო ექსპერტების აზრით რუსეთმა თვითმფრინავები სირიის ბაზაზე რუსი ჯარისკაცების და ტექნიკის დასაცავად განათავსა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი სირიაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ლავრომა დღეს უპასუხა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ საკითხზე უკვე ყველაფერი ახსნა.

რუსეთში სირიის ელჩმა რუსულ სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა, რომ სირიის მთავრობა მიესალმება ლატაკიაში რუსული სამხედრო ბაზის შექმნას:

“ჩვენს მოქმედებებს რუს მეგობრებთან ერთად გავდივართ და ამაში არაფერს უცნაურს არ ვხედავთ. ჩვენ ვეთანხმებით რუსეთის ფედერაციის ინიციატივებს. თუ რუსეთს სურს, სირია მიესალმება ამ ნაბიჯს, რადგან ის მიმართული იქნება ჩვენს მიწაზე ტერორიზმის დამარცხებისკენ,” ამბო

XS
SM
MD
LG