ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში საჰაერო კამპანიას ატარებს


რუსეთი აცხადებს, რომ ირანის სამხედრო ბაზიდან მისი თვითმფრინავები სირიაში მეამბოხეების წინააღმდეგ საჰაერო შეტევებს ახორციელებენ.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი საჰაერო კამპანია რუსეთმა გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ კამპანიაში ირანში ბაზირებული სამხედრო ავიაცია ჩაერთო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იერიშის სამიზნე დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” და სხვა მეამბოხე დაჯგუფებები არიან.

სირიის კონფლიქტი 2011 წლის მარტში ასადის წინააღმდეგ სამშვიდობო პროტესტით დაიწყო და მალევე სამოქალაქო ომში გადაიზარდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, კონფლიქტმა 400 000 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, 5 მილიონამდე ადამიანმა კი ქვეყანა დატოვა.

XS
SM
MD
LG