ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნი ესპანურენოვანი მოსახლეობის ოფიციალურ წარმოამდგენლებს შეხვდა

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი აცხადებს, რომ შეუძლია არალეგალურ იმიგრაციასთან საერთო ენა გამონახოს და პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა შეცვალოს.

ხუთშაბათს ფლორიდის შტატში მიტ რომნი ესპანურენოვანი მოსახლეობის ოფიციალურ წარმოამდგენლებს შეხვდა და მათი თანადგომის მოპოვებას შეეცადა. გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტ ობამას ხელმეორედ არჩევას, ამერიკის მოსახლეობის ეს ნაწილი ყველაზე მეტად უჭერს მხარს.

რომნიმ შეხვედრაზე არალეგალური იმიგრაციის საკითხის მოგვარების პირობა დადო. მან ასევე პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის დამცავი სასაზღვრო ბარიერის აშენების შესახებ.

XS
SM
MD
LG