ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომს პირველი ქალი მერი ჰყავს


რომს პირველი ქალი მერი ჰყავს. გუშინ გამართულ არჩევნებში იურისტმა ვირჯინია რაგიმ პრემიერ-მინისტრის რჩეული რობერტო გიაჩეტი დაამარცხა.

37 წლის რაგი პოპულისტური “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” წარმომადგენელია, რომელიც კომიკოსმა ბეპე გრილომ 7 წლის წინ დააარსა.

საარჩევნო კამპანიისას რაგი აქცენტს კორუფციის დასრულებაზე და რომში საჯარო მომსახურების გაუმჯობესებაზე აკეთებდა.

“ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ინსტიტუტები გავხადოთ სამართლიანი და გამჭვირვალე. 20-წლიანი ცუდი მმართველობის და მაფიის შემდეგ პრინციპები გაქრა,” განაცხადა რაგიმ.

XS
SM
MD
LG