ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლივლენდში მიმდინარე რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე, დონალდ ტრამპმა დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა და ის პარტიის ოფიციალური ნომინანტი გახდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყრილობაზე პარტიის რამდენიმე ცნობილი ლიდერი სიტყვით გამოვიდა საზოგადოებისთვის მათი პოზიციის დასანახებლად, თუ რატომაა ტრამპი ჰილარი კლინტონზე უკეთესი კანდიდატი.

ინდიანის გუბერნატორი მაიკ პენსი დღეს კონვენციის მონაწილეებს მიმართავს. ჯერ ერთ კვირა არ არის გასული მას შემდეგ, რაც ტრამპმა ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ყრილობაზზე სიტყვით გამოვა წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გიგნრიჩიც, რომელიც ასევე განიხილებოდა სავარაუდო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად.

ის საპრეზიდენტო კანდიდატებიც კი, რომლებსაც კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთი შეურაცხყოფა მიაყენა და რომლებიც მკაცრად აკრიტიკებდნენ ტრამპის პოლიტიკას, ასევე გამოვლენ მხარდაჭერის სიტყვით. მათ შორის არიან ვისკონსინის გუბერნატორი სკოტ უოკერი, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო და ტეხასის სენატორი ტედ კრუზი.

XS
SM
MD
LG