ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი რიოში დღეს მეოთხე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
გუშინ მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამით ხელიდან გაუშვა შანსი გამხდარიყო ისტორიაში პირველი ტანმოვარჯიშე ქალი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე ოქროს 6 მედალი მოიპოვა.
დღესვე შეჯიბრის ბოლო დღეა მამაკაცი ტანმოვარჯიშეებისთვის. დღესვე იმართება მამაკაცების 10 კილომეტრიანი შეჯიბრი ცურვაში. ეს მეორე შემთხვევაა 1896 წლის შემდეგ, როცა მოცურავეები ერთმანეთს ღია სივრცეში შეეჯიბრებიან.
რიო-დეჟანეიროს ოლიმპიადაზე ამერიკის ნაკრები ლიდერობს, გუნდმა აქამდე ოქროს 26, ჯამში კი 75 მედალი მოიპოვა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, მესამეზე კი ჩინეთია.