ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიოს ზაფხულის ოლიმპიადა სკანდალების ფონზე იხსნება


რიო დე ჟანეიროში სპორტსმენების გუნდები და მაყურებლები უკვე ჩადიან. 2006 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პარასკევს გაიხსნება.

ოლიმპიადის ისტორიაში პირველად, ერთი გუნდი, რომელშიც 10 წევრია, მხოლოდ ლტოლვილი სპორტსმენებისგან შედგება. ისინი სამხრეთ სუდანის, სირიის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ეთიოპიის მოქალაქეები არიან.

ოლიმპიადის გასხნას არაერთი სკანდალი ახლავს თან. ერთი რუსეთის ეროვნული გუნდის ზოგიერთი წევრისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა იყო. მათ ოლიმპიური კომიტეტის მიერ აკრძალული მასტიმულირებელი ნივთერებების - დოპინგის - მიღება დაუმტკიცდათ, რაც დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები, მათ შორის, “საერთაშორისო ამნისტია,” ბრაზილიის მთავრობას, კერძოდ კი ქვეყნის პოლიციას, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

ოლიმპიადა რიოში პარასკევს გაიხსნება და 21 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში 206 ერის 10 500 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG