ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი მოხსენება გამოაქვეყნა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლებას შეეხება. დოკუმენტში განხილულია საქართველოში შექმნილი ვითარებაც.

„მთავრობამ რელიგიური თავისუფლების უფლების და დაცვის მიმართულებით ვითარების გაუმჯობესების დემონსტრირება მოახდინა. გაუმჯობესება მოიცავდა საკანონმდებლო ჩასწორებებს, რომელიც აისახა რელიგიური უმცირესობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალების მიცემაში,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე, მოხსენებაში გამიოთქმულია შეშფოთებაც, რომელიც ეხება სამთავრობო სტრუქტურების მიერ სადავო საკითხების განხილვას და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილიგირებულ სამართლებრივ და საგადასახადო სტატუსს, ასევე საჯარო სკოლებში ეკლესიის და სახელმწიფოს ვალდებულებების არადაექვატურ განაწილებას.
XS
SM
MD
LG