ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში „წითელი ჯვრის“ 6 თანამშრომელი მოკლეს


წითელი ჯვარი

წითელი ჯვარი

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ავღანეთის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ 6 ადგილობრივი თანამშრომელი მოკლეს. ჯოვზჯანის პროვინციის გუბერნატორი მავლავი ლუფტფულა აზიზი, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა, ამბობს, რომ „წითელი ჯვრის“ თანამშრომლებს ფერმერებისთვის საქონლის საკვები მიჰქონდათ, როცა მათ ავტოკოლონაზე თავდასხმა მოხდა. ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი თანამშრომლის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება.

დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა გუშინდელ იერიშზეც აიღო. ქაბულის უზენაეს სასამართლოსთან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებაში 22 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა. თავდამსხმელი ამოცნობილია და ის წარმოშობით ტაჯიკეთიდანაა.

XS
SM
MD
LG