ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას მკაცრად აკრიტიკებენ კრიტიკის საფუძველი გუშინ გამჟღავნებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა ირანს პატიმრობაში მყოფი ამერიკელების გასათავისუფლებლად 400 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა.

სენატის სპიკერმა პოლ რაიანმა გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ პრეზიდენტ ობამას განმარტებების გაკეთება მართებს, რადგან თანხის გადახდით სახიფათო პრეცედენტი შეიქმნა.

სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს, რომ ამერიკამ პატიმრების თავისუფლების სანაცვლოდ თანხა გადაიხადა. ამერიკის კანონმდებლობით, მთავრობას გამოსასყიდის გადახდა ეკრძალება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG