ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგელა მერკელი მოსკოვში პუტინს შეხვდება


გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში, პარასკევს, კრემლის კონფრონტაციულ კურსზე დებატებს გამართავენ

გერმანიის კანონმდებლები, კანცლერ ანგელა მერკელისგან რუსეთში დემოკრატიის ხარისხის გამოსწორებასთან დაკავშირებით ზეწოლის გაზრდას ითხოვენ. მერკელი მომავალ კვირას მოსკოვში ჩადის, სადაც ის პრეზიდენტ პუტინს შეხვდება.

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში, პარასკევს, დებატები გაიმართება, რომლის დროსაც მთავრობის ოპონენტთა წინააღმდეგ პუტინის კონფრონტაციულ კურსზე ისაუბრებენ. მერკელის მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია წამოაყენებს მოთხოვნას, რათა ბერლინმა ხმა აიმაღლოს კრემლის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერთა ხშირი დაპატიმრებების გამო, რაც ზღუდავს თავისუფლებასა და დემოკრატიულ პრინციპებს. მერკელი ტრადიციულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც შედგება დისკუსია რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების თემაზე.

XS
SM
MD
LG