ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბლუმბერგ“-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე ჰაკერულ თავდასხმასთან რუსეთს არაფერი ესაქმება.

წლის დასაწყისში, ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ათასობით ელექტრონული შეტყობინება და დოკუმენტი მოიპოვეს, რითაც გამჟღავნდა, რომ კომიტეტი ჰილარი კლინტონს, მის მეტოქე ბერნი სანდერსთან შედარებით მეტად ეხმარებოდა.

ამ ინფორმაციის გამოვლენამ დემოკრატიული პარტიის კომიტეტის თავმჯდომარის და ამერიკის კანონმდებლის, დები ვასერმან შულცის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია.

პუტინმა თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და რუსეთი, სახელმწიფოს დონეზე, ასეთ რამეს არასდროს სჩადის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG