ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, პრეზიდენტის ამპლუაში ბოლოჯერ 21 ადამიანს ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო პრეზიდენტის მშვიდობის მედალი გადასცა. ეს ადამიანები ამერიკელი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, აქტივისტები და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან. მათ შორის იყვნენ ფილანტროპი ბილ და მელინდა გეიტსები, ტელეწამყვანი ელენ დეჯენეროსი, მსახიობები ტომ ჰენგსი და რობერტ დენირო, მომღერალი დაიანა როსი, კალათბურთელი მაკლ ჯორდანი და სხვები.

დაჯილდოების ცერემონიაზე პრეზიდენტმა ობამამ ისინი დაახასიათა, როგორც ადამიანები, რომლებმაც საზოგადოება გაამხნევეს, ამერიკა გააძლიერეს და ქვეყანას პროგრესისკენ უბიძგეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მედალი იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმა ქვეყნის უსაფრთხოებაში, სამეცნიერო განვითარებაში, მსოფლიოს სტაბილურობაში, კულტურასა თუ სხვა საზოგადოებრივ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG