ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ნიკი ჰეილი, მომავალ ადმინისტრაციაში, სავარაუდოდ, გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება.

44 წლის ჰეილი, გუბერნატორის თანამდებობაზე მეორე ვადით მსახურობს. მისი მშობლები ამერიკაში ინდოეთიდან ჩამოვიდნენ ემიგრაციაში. ამ დრომდე დასახელებულ სავარაუდო კანდიდატებს შორის ის პირველი ადამიანია, რომელიც თეთრკანიანი მამაკაცი არ არის.

საარჩევნო კამპანიის დროს, ჰეილი დონალდ ტრამპს მხარს არ უჭერდა და საჯარო თანადგომა პრეზიდენტობის კანდიდატ მარკო რუბიოს გამოუცხადა. მას შემდეგ, რაც რუბიომ საარჩევნო კამპანია შეწყვიტა, მან თანადგომა ტეხასის სენატორ ტედ კრუზს გამოუცხადა.

ჰეილიმ არაერთხელ გააკრიტიკა დონალდ ტრამპი და განსაკუთრებით მისი პოლიტიკა ამერიკაში მუსლიმების შემოსვლის დროებით აკრძალვასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად კრიტიკისა, არჩევნების წინ მან თქვა, რომ ხმას დონალდ ტრამპს აძლევდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG