ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის პირველი ინტერვიუ CBS-თან მომავალი პრეზიდენტის რანგში


ტრამპი

ტრამპი

არჩევნების მოგებასთან ერთად, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა რიტორიკა შეარბილა. ტრამპის პრეზიდენტად არჩევას სპეკულაციები მოჰყვა იმის გარშემო, შეასრულებს თუ არა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დანაპირებს. ამ საკითხებზე არსებულ კითხვების ნაწილს, 13 ნოემბერს დონალდ ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში უპასუხა. მისი თქმით, ის აპირებს კედლის აშენებას, თუმცა გარკვეულ ნაწილში კედლის ნაცვლად ღობის გავლება მოხდება. მანვე აღნიშნა, რომ გადაასახლებს კრიმინალური წარსულის მქონე იმიგრანტებს, თუმცა არა ყველა იმას, ვინც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება.

ტრამპს დრო არ დაუკარგავს იმის ხაზგასასმელად, რომ მისი ყოფილი ოპონენტები მზად არიან მის დასახმარებლად. მის ინტერვიუში CBS-ის ტელეპროგრამა „60 წუთთან“, მან კლინტონები შეაფასა როგორც „ნიჭიერი ოჯახი“, ვისგანაც რჩევას მიიღებდა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს, თუმცა აღიარა, რომ კედელს გარკვეულ ნაწილში ღობის სახე ექნება.

„გარკვეულ ნაწილებში კედელია საჭირო. მე ეს კარგად ვიცი. ამას მშენებლობა ქვია“, - აღნიშნა ტრამპმა.

რესპუბლიკელებმა კონგრესში განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ დანაყოფის შექმნას დაახლოებით 11 მილიონი არალეგალი იმიგრანტის გასახლების მიზნით, რასაც ტრამპი ამომრჩეველს დაპირდა. ინტერვიუში გადაცემისთვის „60 წუთი“ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს იმიგრანტთა მხოლოდ ნაწილის დეპორტაციას.

„ჩვენ ვაპირებთ იმ ხალხის დაკავებას, ვინც დამნაშავენი არიან და კრიმინალური წარსული აქვთ - დავაკავებთ კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს და ნარკოტიკების გამსაღებლებს. ასეთი დაახლოებით ორი ან სამი მილიონი ადამიანია, ჩვენ ვაპირებთ მათ გაძევებას ჩვენი ქვეყნიდან ან დაპატიმრებას. ისინი აქ უკანონოდ არიან. მას შემდეგ, რაც საზღვარი დაცული იქნება, ჩვენ დავიწყებთ იმ ხალხის საქმეების განხილვას, ვიზეც თქვენ საუბრობთ და ეს ხალხი, გადასარევი ხალხია“, - განაცხადა მან.

ტრამპის თქმით, ის აპირებს ობამას ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებას და მის ჩანაცვლებას სხვა პროგრამით, თუმცა ის შეინარჩუნებს ე.წ. „ობამაქეარის“ გარკვეულ ნაწილს.

ტრამპის მოულოდნელ გამარჯვებას, ამერიკის დიდ ქალაქებში გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციები ტრამპის ინაუგურაციის დღესაც იგეგმება.

„ჩემი აზრით მსგავსი გამოსვლები გზავნის მესიჯს სხვა ამერიკელებისთვის, რომლებიც ახალი პრეზიდენტით უკმაყოფილო არიან, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ამერიკელები არ უჭერენ მხარს ტრამპის რასისტულ და სექსისტულ დღის წესრიგს“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.

XS
SM
MD
LG