ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოროშენკო: მე არ ველი ცვლილებას ამერიკის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის მიმართ


პოროშენკოს გამოსვლა ევროპულ საბჭოში.
პოროშენკოს გამოსვლა ევროპულ საბჭოში.

ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებისას, მიმომხილველები შიშობდნენ რომ შესაძლებელი იყო ტრამპს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისთვის და NATO-სთვის შეეწყვიტა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მომავალმა პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამერიკის როლი ალიანსის დაფინანსებასა და საქმიანობაში. თუმცა ტრამპმა უკრაინისა და ნატოსადმი ინტერესი და მხარდაჭერა გამოხატა სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და NATO-ს გენერალურ მდივანთან იანს სტოლტენბერგთან.

ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის პრეზიდენტს მიმდინარე რუსული აგრესიის თაობაზე. ამასთანავე, სტოლტენბერგმა, ოქსფორდში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ალიანს „მხარდაჭერა“ აღუთქვა.

XS
SM
MD
LG