ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოში ჩავიდა. თბილისის აეროპორტში მას ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ილია მეორე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

მოგვიანებით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რომის პაპმა თქვა, რომ საქართველოს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, კულტურით, ენით და ტრადიციებით, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ევროპულ ცივილიზაციაში. ამასთან, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, “საქართველო წარმოგვიდგება ევროპას და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს”.

რომის პაპი დღეს კავკასიაში სამდღიან ტურს იწყებს, რომლის განმავლობაშიც ის 2 ოქტომბერს აზერბაიჯანსაც ეწვევა და შეხვედრებს ადგილობრივ პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებთან გამართავს. დღესვე პაპი ფრანცისკე განცხადებას სირიაში და ერაყში მშვიდობის დამყარების მიზნით გააკეთებს და თბილისშიც ლოცვას მშვიდობისთვის აღავლენს. რომის პაპმა მკაცრად დაგმო რუსეთის და სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ბოლო საჰაერო იერიშები ალეპოში.

XS
SM
MD
LG