ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ევროპელი ქრისტიანების გაერთიანებას ცდილობს


რომის პაპი ფრანცისკე კუბაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს პატრიარქ კირილს ხვდება. ამ ნაბიჯით მსოფლიოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ევროპელ ქრისტიანებს შორის გაჩენილი ათასწლოვანი ნაპრალის გადალახვას ცდილობს.

სასულიერო ლიდერებს შორის საუბარი ჰავანის საერთაშორისო აეროპორტში 12 თებერვალს შედგება. მათი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა იგეგმება, რომლის შინაარსის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

XS
SM
MD
LG