ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა გარემოს წინააღმდეგ "საშინელ მსოფლიო ომზე" ისაუბრა


ოთხშაბათს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ბუნების დაცვის შესახებ დოკუმენტს გამოსცემს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ გარემოს წინააღმდეგ „საშინელი მსოფლიო ომი“ მიმდინარეობს.

ყოველკვირეული აუდიენციის დროს საუბრისას ფრანცისკემ თქვა, რომ დოკუმენტი 4 ოქტომბერს, გარემოს მფარველი წმინდანის, ასისის ფრანცისკეს დღესასწაულზე გამოქვეყნდება. ეს იქნება მისი 2015 წლის ენციკლიკის გაგრძელება, რომელშიც მან გარემოს დაცვის საჭიროებაზე, კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე და წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პაპმა თქვა, რომ ახალი დოკუმენტი, არსებული პრობლემების გათვალისწინებით, 2015 წლის ენციკლიკას განაახლებს.

პაპმა ბუნებას „შემოქმედის ღვთაებრივი საჩუქარი“ უწოდა და ადამიანებს კიდევ ერთხელ მტკიცედ მოუწოდა „გარემოსთან და კლიმატთან დაკავშირებული უსამართლობის მსხვერპლთა მხარეს დადგნენ.“ მისი თქმით, უნდა დასრულდეს „ჩვენი საერთო სახლის წინააღმდეგ უაზრო ომი, ეს საშინელი მსოფლიო ომია.“

ენციკლიკის გამოცემიდან რვა წლის განმავლობაში, მსოფლიოში გახშირდა ექსტრემალური ამინდის ისეთი მოვლენები, როგორიცაა უფრო ინტენსიური და გახანგრძლივებული სიცხის ტალღები, უფრო ხშირი ტყის ხანძრები და უფრო ძლიერი ქარიშხლები.

გასულ თვეში ფრანცისკემ თქვა, ასეთმა მოვლენებმა აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად უფრო გადაუდებელი ქმედებებია საჭირო და მსოფლიო ლიდერებს მიმართა „დამაბინძურებელი გამონაბოლქვის შესაზღუდად რამე უფრო კონკრეტული მოიმოქმედონ.“

XS
SM
MD
LG